თავში

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინებას აპირებენ

​ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინებას აპირებენ
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინებას აპირებენ

ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი ბენ აფლეკი ამ წლის ბოლომდე დაქორწინებას აპირებენ. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.

წყაროს ცნობით, აფლეკი მომღერალზე დაქორწინებას ამ წლის ბოლომდე გეგმავს, რადგან ძალიან ეშინია, რომ ისევ დაკარგავს.

აფლეკი ლოპესისთვის ხელის თხოვნას 24 ივლისს, მომღერლის 52 წლის იუბილეზე აპირებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფლეკი და ლოპესი მონტანას სათხილამურო კურორტზე ერთად ისვენებდნენ.

ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა ერთმანეთი 2001 წელს რომანტიკული კომედია "ჯილიის" გადაღებაზე გაიცნეს. რამდენიმე წელიწადში მათ ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს, თუმცა 2014 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ტაბლოიდები წერენ, რომ ბოლო დროს ჯენიფერი ბენთან დიდ დროს ატარებს. ბოლო კვირების განმავლობაში მსახიობი ყოფილი შეყვარებულის სახლთან რამდენჯერმე შენიშნეს. ხშირად სტუმრობს ბენის სახლს თავად ჯენიფერიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system