თავში

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკის ახალი ფოტო გამოჩნდა

​ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკის ახალი ფოტო გამოჩნდა
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკის ახალი ფოტო გამოჩნდა

ამერიკელმა მსახიობმა ლეა რემინმა პარასკევს, 23 ივლისს, "ინსტაგრამზე" დაბადების დღის ზეიმიდან ვიდეო გაავრცელა. ხალხმრავალ სტუმრებს შორის იყვნენ მისი მეგობარი, ჰოლივუდის მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და მისი თანამგზავრი - მსახიობი ბენ აფლეკი.

ღონისძიებაზე წყვილის სტატუსით მივიდნენ და შერიგების შემდეგ კარდებზე ერთად დაფიქსირდნენ.

ლეა რემინმა გამოაქვეყნა ორწუთიანი ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგო ეხუტებიან ერთმანეთს ვარსკვლავები.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი ბენ აფლეკი ამ წლის ბოლომდე დაქორწინებას აპირებენ.

ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა ერთმანეთი 2001 წელს რომანტიკული კომედია "ჯილიის" გადაღებაზე გაიცნეს. რამდენიმე წელიწადში მათ ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს, თუმცა 2014 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ტაბლოიდები წერენ, რომ ბოლო დროს ჯენიფერი ბენთან დიდ დროს ატარებს. ბოლო კვირების განმავლობაში მსახიობი ყოფილი შეყვარებულის სახლთან რამდენჯერმე შენიშნეს. ხშირად სტუმრობს ბენის სახლს თავად ჯენიფერიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system