თავში

ჯენიფერ ლოპესი სამეცნიერო ფანტასტიკაში მთავარ როლს შეასრულებს

​ჯენიფერ ლოპესი სამეცნიერო ფანტასტიკაში მთავარ როლს შეასრულებს
ჯენიფერ ლოპესი სამეცნიერო ფანტასტიკაში მთავარ როლს შეასრულებს

მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი სერვის Netflix-ის ახალ სამეცნიერო-ფანტასტიკურ თრილერში "ატლასი" (Atlas) მთავარ როლს შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deadline ავრცელებს.

პროექტის რეჟისორი ბრედ პეიტონი ("სან ანდრეასი", "რემფეიჯი") იქნება.

სიუჟეტის მიხედვით, ჯეი ლო წინააღმდეგობას ხელოვნურ ინტელექტს გაუწევს, რომელსაც ომების დასრულებისთვის კაცობრიობის განადგურება სურს. მასთან ბრძოლისთვის მას სხვა ხელოვნურ ინტელექტთან გაერთიანება მოუწევს.

"ჯენიფერ როლის მთავარ როლში გადაღების შანსი ასრულებული ოცნებაა. ვიცი, რომ ის პროექტს არნახულ ძალას, სიღრმეს, ავთენტურობას შემატებს, რისთვისაც ყველას ძალიან გვიყვარს", - განაცხადა პეიტონმა.

ამასთან, Netflix-ზე ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით კიდევ ორი ფილმი "დედა" და "შიფრი" სულ მალე გამოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system