თავში

ჯენიფერ ლოპესმა "საშინაო ეთერში" პირად თემებზე ისაუბრა - VIDEO

ჯენიფერ ლოპესმა "საშინაო ეთერში" პირად თემებზე ისაუბრა - VIDEO
ჯენიფერ ლოპესმა საშინაო ეთერში პირად თემებზე ისაუბრა - VIDEO

აშშ-ს უმეტეს ნაწილში კორონავირუსის პანდემიის გამო, ბავშვებს განათლების მიღების გაგრძელება მშობლებისა და მეურვეების დახმარებით, ინტერნეტ-გაკვეთილებით უწევთ. გამონაკლისი არც მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი აღმოჩნდა და ამ პროცესში ქმართან, ალექს როდრიგესთან ერთად ჩაერთო. ჯენიფერმა ამის შესახებ ელენ დეჯენერესის შოუს სპეციალურ, "საშინაო ეთერში" ისაუბრა. 



ჯეილომ ინტერვიუში აღიარა, რომ ოთხივე ბავშვს, რომელიც მას და ალექსს ყოფილი და ახლანდელი ქორწინებიდან ჰყავთ, საშინაო დავალებების მომზადებაში თვითონ ეხმარება. 50 წლის ჯენიფერს 12 წლის ტყუპები, ემე და მაქსი მისი ყოფილი მეუღლისგან მომღერალ მარკ ანტონისგან ჰყავს, ხოლო ალექსის შვილები 15 წლის ნატაშა და 11 წლის ელა არიან. ისინი ლოს ანჯელესში მდებარე სახლში ცხოვრობენ. 



ელენმა ჯენიფერს ჰკითხა უჭირდა თუ არა მას ბავშვების დავალებების მომზადება, ჯენიფერმა კი უპასუხა, რომ მათემატიკა ნამდვილი სიგიჟეა. 



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system