თავში

ჯენიფერ ლოპესმა, შესაძლოა, "ოსკარს" გამოჰკრას ხელი

ჯენიფერ ლოპესმა, შესაძლოა, "ოსკარს" გამოჰკრას ხელი
ჯენიფერ ლოპესმა, შესაძლოა, ოსკარს გამოჰკრას ხელი

ერთი კვირის წინ გამოსულმა “Hustlers”-მა კრიტიკოსების მოწონება უკვე დაიმსახურა და Box Office-ს რეკორდი მოხსნა. ხალხი ჯენიფერს ოქროს ქანდაკების მოპოვებასაც კი უწინასწარმეტყველებს.

მიუხედავად იმისა, რომ როლებს, ფილმში მონაწილე სხვა ვარსკვლავებიც - ქარდი ბი, კეკე პალმერი, ლიზო და კონსტანს ვუ შესანიშნავად ასრულებენ, კინოკრიტიკოსი ოსკარ ბუზის აზრით, ეს როლი ჯენიფერის ჰოლივუდში მოღვაწეობის პერიოდში ყველაზე წარმატებულ პერფორმანსად შეიძლება ჩაითვალოს.

The Hollywood Reporter-წერს რომ, ჯენიფერ ლოპესი თავისი პირველი ოსკარის ნომინაციისთვის მზად არის.

ჯენიფერი არასდროს ყოფილა ცუდი მსახიობი, მაგრამ, მისი როლების მარტივი ხასიათის და სუსტი სცენარის გამო კრიტიკოსების ყურადღება არასდროს დაუმსახურებია. “Hustlers”-ის შემთხვევაში კი მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ როგორ კონკურენციას გაუწევენ მას სხვა მსახიობები. 


https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=_e67tHHEk5w

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system