თავში

ფაიზერის ვაქცინა კორონას ყველა შტამისადმი ეფექტურია

​ფაიზერის ვაქცინა კორონას ყველა შტამისადმი ეფექტურია
ფაიზერის ვაქცინა კორონას ყველა შტამისადმი ეფექტურია

ფაიზერის ცნობილი ვაქცინა - Pfizer/BioN-Tech კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით შეიქმნა გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioN-Teck-ის, ამერიკული Pfizer-ისა და ჩინური Fosun Pharma-ს ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე.

გერმანული კომპანია BioN-Teck-ის დირექტორი უღურ შაჰინი, ვაქცინა - Pfizer/BioN-Tech-ს კორონავირუსის ყველანაირი შტამისადმი ეფექტურად მიიჩნევს. მისი განცხადებით, მიმდინარე მონაცემები საკმაოდ გამამხნევებელ შედეგებს იძლევა ვირუსის ყველა ტიპთან მიმართებაში.

შაჰინის განცხადებით, ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში ააქტიურებს ორი სხვა და სხვა ტიპის იმუნურ რეაქციას, რომელიც შესაბამისად ორმაგი დონის დაცვას უზრუნველყოფს.

ფაიზერის ვაქცინა არატრადიციული მეთოდით, ვირუსის მესენჯერ-რნმ-ის საფუძველზეა დამზადებული. მისი ინექციით, ორგანიზმში შეჰყავთ არა დასუსტებული ან მკვდარი ვირუსი, არამედ მისი პროტეინის ფრაგმენტი, რომელიც, ადამიანში სხვა ვაქცინებთან შედარებით უფრო სწრაფ იმუნურ პასუხს იძლევა, რითიც საწინააღმდეგო ანტისხეულების საკმარისი ოდენობა დროულად გამომუშავდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system