თავში

ემანუელ მაკრონმა ევროკომისრის პოსტზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი წარადგინა

ტიერი ბრენტონი
ემანუელ მაკრონმა ევროკომისრის პოსტზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი წარადგინა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონნა, ევროკომისიის სამრეწველო პოლიტიკის ხელმძღვანელად, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ტიერი ბრენტონი წარადგინა. შესაბამისი განცხადებით, რომ ბრენტონმა სამრეწველო და მაღალი ტექნოლოგიების პოლიტიკაზე, თავდაცვისა და კოსმოსის სისტემაზე პასუხისმგებელ მიმართულებას უხელმძღვანელოს, მაკრონმა ევროკომისიის ახალ პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს უკვე მიმართა.

ეს მაკრონის მხრიდან ევროკომისრის წარდგენის მეორე მცდელობაა. 10 ოქტომბერს ევროკომისიამ მაკრონის მიერ წამოყენებულ პირველ კანდიდატურას, სილვი გულარს მხარი არ დაუჭირა. 

საფრანგეთის განცხადებით, ევროკომისიის უარმა ევროპაში სერიოზული ინსტიტუციური კრიზისის საფრთხე შექმნა.

ტიერი ბრენტონს 2005-2007 წლებში პრეზიდენტ ჟაკ შირაქის კაბინეტში ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა, სადაც ის France Telecom-ის პრივატიზაციის პროცესს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი, 2002 -2005 წლებში, ამ კომპანიის ხელმძღვანელი იყო.

2009 წლიდან ტიერი ინფორმაციული ტექნოლოგიების მულტინაციონალური კომპანია Atos-ის გენერალური დირექტორია. მან კომპანიის მოგება გააორმაგა და 12 მილიარდ ევრომდე გაზარდა.

ბრენტონი, კონსერვატული შეხედულებების მიუხედავად, საარჩევნო კამპანიის დროს, ემანუელ მაკრონის მხარდამჭერი იყო.

ტიერი ბრენტონის კანდიდატურის ევროკომისრად დამტკიცების შემთხვევაში, იგი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system