თავში

იენს სტოლტენბერგი მოკავშირეებს სამხედრო ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს

ნატო ფინანსები
იენს სტოლტენბერგი მოკავშირეებს სამხედრო ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმ,ა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა, რათა ალიანსი „მომავლისთვის მზად იყოს“.

ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიან შეხვედრაზე თავდაცვისა და შეკავების საკითხები განიხილება.

„ჩვენ თავდაცვაში ინვესტირება გვჭირდება. მოკავშირეებმა 5 წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტის რეალური ზრდა უკვე უზრუნველყვეს. ეს, მომავალი წლის ბოლოსთვის ეროვნულ თავდაცვას დამატებით 100 მილიარდი დოლარის ხარჯს მოუტანს, თუმცა, ჩვენ ძალისხმევა უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა

მანამდე ალიანსის წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების 2%-ით გაზრდა დაევალათ. აშშ-ს პრეზიდენტმა,  დონალდ ტრამპმა დანარჩენი ქვეყნები განსაკუთრებით კი გერმანია, ნატოს თავდაცვის სფეროს არასაკმარისი ფინანსირებისთვის არაერთხელ გააკრიტიკა.
 

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system