თავში

იაპონიის პრემიერი სინძო აბე სამხრეთ კორეის პრემიერს შეხვდა

კორეა იაპონია სეხვედრა
იაპონიის პრემიერი სინძო აბე სამხრეთ კორეის პრემიერს შეხვდა

იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ და სამხრეთ კორეის პრემიერმა ლი ნაკ იონმა ტოკიოში ოფიციალური შეხვედრა გამართეს. ეს პირველი მაღალი რანგის შეხვედრაა მას შემდეგ, რაც სავაჭრო და ისტორიული დავის ფონზე, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობამ, პიკს მიაღწია.

ლი ნაკ იონმა სინძო აბეს კორეის პრეზიდენტის წერილი გადასცა. შეხვედრა განიხილება, როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც ივლისში იაპონიამ სამხრეთ სამხრეთ კორეელი მწარმოებლებისთვის, სამი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მასალის მიწოდება შეზღუდა. სეულმა ამ ქმედებას შურისძიება უწოდა, რადგან სამხრეთკორეელმა მოსამართლეებმა იაპონიას, 1910-1945 წლებში სამხრეთკორეელი მუშახელის შრომის ბოროტად გამოყენებისთვის, ტოკიოს კომპენსაციის გადახდა დააკისრეს. იაპონური მხარე ამტკიცებს, რომ კომპენსაციის საკითხი ორ ქვეყანაში შორის 1965 წლის შეთანხმების საფუძველზეა გადაწყვეტილი.

იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის დაპირიპირება იმ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დავის გაგრძელებაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიის კოლონიური ძალების მიერ კორეის ნახევარკუნძულის ოკუპაციის პირობებში, იაპონური ფირმებისთვის სამხრეთ კორეელების იძულებით შრომას ეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system