თავში

აშშ-ს გარეშე დარჩენილი კლიმატის ფონდი თანხების მოძიებას ცდილობს

გარემო ფონდი
აშშ-ს გარეშე დარჩენილი კლიმატის ფონდი თანხების მოძიებას ცდილობს

საფრანგეთში კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ორდღიანი შეხვედრები მიმდინარეობს. ღონისძიების მიზანი გაეროს კლიმატის საერთაშორისო ფონდისთვის თანხების მიძიებაა. მას შემდეგ, რაც აშშ-მა პარიზის კლიმატის შეთანხმება დატოვა, ფონდმა სერიოზული ფინანსური კონტრიბუცია დაკარგა. კლიმატის მწვანე ფონდი ახლა დეფიციტის შევსებას ცდილობს.

ფონდი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ღარიბ ქვეყნებს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლასა და ჰაერში გამონატყორცნების შემცირებაში ეხმარება.

ფონდი გარკვეული ქვეყნების დაპირებას გარემოს დაცვის ფონდში ფინანსური შენატანის გაზრდასთან დაკავშირებით მიესალმა, თუმცა აქ შიშობენ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ავსტრალიამ, შესაძლოა, ამერიკის პოზიცია გაიზიაროს და ფონდი დატოვოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system