თავში

ჯო ბაიდენი აშშ-ში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა

ჯო ბაიდენი აშშ-ში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა
ჯო ბაიდენი აშშ-ში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტი და ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ჯო ბაიდენი ქვეყანაში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ყოველგვარი ძალადობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს მიუღებელია. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელებს უსამართლობის მიმართ საკუთარი აზრის გამოხატვის უფელაბ აქვთ, თუმცა ამან საფრთხის წინაშე არ უნდა დააყენოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

"ამგვარი ქმედების გაპროტესტება სწორი და სამართლიანია. ასეთია ამერიკული პასუხი. თუმცა, ეს არ გულისხმობს რაიონების გადაწვასა და აზრს მოკლებულ განადგურებას. ძალადობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს მიუღებელია. ძალადობა, რომელიც საფრთხეში აგდებს ბიზნესსა და საზოგადოებას მიუღებელია. პროტესტის გამოხატვის ფორმამ არასდროს უნდა გადაფაროს ის მიზანი, რისთვისაც ვიბრძვით" , - წერს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი.

ეგახსენებთ, აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა გრძელდება. მომიტინგეები გასულ კვირას მინეაპოლისში 46 წლის ადგილობრივი აფროამერიკელის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ. ფლოიდი სამართალდამცავებმა მანქანიდან გადმოიყვანეს, ბორკილები დაადეს და ასფალტზე დააწვინეს, ხოლო ერთი ოფიცერი ჯორჯს კისერზე ფეხით აწვებოდა. თვითმხილველთა თქმით, დაკავებული პოლიციას ეუბნებოდა, რომ მას სუნთქვა არ შეეძლო. მალევე მან გონება დაკარგა და მოგვიანებით ჯორჯ ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system