თავში

ჯო ბაიდენი და ბორის ჯონსონი ვაშინგტონში შეხვდნენ

​ჯო ბაიდენი და ბორის ჯონსონი ვაშინგტონში შეხვდნენ
ჯო ბაიდენი და ბორის ჯონსონი ვაშინგტონში შეხვდნენ

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მხარეებმა კლიმატური ცვლილებების და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გარდა ამისა, ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი აშშ-სთან ახალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს, რაც "ბრექსიტის" შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია.

აღნიშნულ სავაჭრო შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აშშ-მა რამდენიმე ბრიტანულ პროდუქციაზე შეზღუდვები მოხსნა.

შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამმხრივი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში. ამ ხელშეკრულების გამო, ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა. პარიზმა ამას "ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს. გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების გამო, საფრანგეთმა კონსულტაციებისთვის აშშ-დან ელჩი გაიწვია.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა ასევე ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system