თავში

ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს ვირტუალურად შეხვდებიან

​ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს ვირტუალურად შეხვდებიან
ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს ვირტუალურად შეხვდებიან

აშშ-სა ჩინეთის პრეზიდენტები ვირტუალური შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, შეხვედრა ამ წლის ბოლომდე გაიმართება. მისი თქმით, გადაწყვეტილება მისი ჩინეთის და კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრისა და საგარეო საქმეთა კომისიის ოფისის დირექტორის იანგ ჯიეჩის დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრაზე მიიღეს.

"წლის ბოლომდე ვირტუალური ორმხრივი შეხვედრის გამართვის შესახებ პრინციპული შეთანხმება გვაქვს”, - განაცხადა სალივანმა

მან სხვა დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრის ზუსტი დროზე მუშაობა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system