თავში

ჯო ბაიდენი დღეს ბრიტანეთში შეხვედრებს გამართავს

​ჯო ბაიდენი დღეს ბრიტანეთში შეხვედრებს გამართავს
ჯო ბაიდენი დღეს ბრიტანეთში შეხვედრებს გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში ვიზიტს იწყებს. ეს მისი პირველი ოფიციალური მოგზაურობაა .

დღეს ბაიდენი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს შეხვდება. აუდიენცია ბრიტანეთის დედოფალთან, ელისაბედ მეორესთანაც იგეგმება. ამის შემდეგ აშშ-ის ლიდერი "G7-ის" სამიტს დაესწრება, სადაც კორონავირუსის პანდემიის დაძლევაზე, კლიმატურ ცვლილებებსა და ვაჭრობაზე იმსჯელებენ.

14 ივნისს ჯო ბაიდენი NATO-ს სამიტს დაესწრება, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. წელს სამიტი, რომელში ალიანსის წევრი 30 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, ერთ სამუშაო სესიას მოიცავს, რომლის ხანგრძლივობა 2,5 საათი იქნება. შეხვედრის შემდეგ საერთო კომუნიკე გამოქვეყნდება, რომელიც ავღანეთიდან ჯარების გაყვანის, კიბერსივრცის გამოწვევების, ხელოვნური ინტელექტის, სარაკეტო თავდაცვისა და დეზინფორმაციის საკითხებს ეხება.

ამის შემდეგ ჯო ბაიდენი აშშ-რუსეთის სამიტზე გაემგზავრება, რომელიც 16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან განსახილველ თემებს შორის შეიარაღების კონტროლი, უკრაინის კონფლიქტი, რუსეთის კიბერთავდასხმები, კლიმატური ცვლილებები და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობა იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system