თავში

ჯო ბაიდენი დღეს კონგრესში სიტყვით გამოვა

​ჯო ბაიდენი დღეს კონგრესში სიტყვით გამოვა
ჯო ბაიდენი დღეს კონგრესში სიტყვით გამოვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს კონგრესის ორი პალატის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა.

კაპიტოლიუმთან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

ჯო ბაიდენი მისი ადმინისტრაციის პირველი 100 დღის მიღწევებზე, თავისი პოლიტიკის პრიორიტეტებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლისას დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება.

ბაიდენი პრეზიდენტის რანგში კონგრესში სიტყვით პირველად გამოვა, რაც მისი 100 დღიანი მმართველობის ერთგვარი შეჯამება იქნება.

პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება, ინფრასტრუქტურის მოდერნიზების 2,3 ტრილიონიან სადავო გეგმაზე ისაუბროს.

პროექტი აეროპორტების, საქალაქო ტრანსპორტის განახლებასა და ახალი გზების მშენებლობას მოიცავს. ინიციატივის რეალიზებისთვის თანხების მობილიზებას ბაიდენი კორპორაციების გადასახადებიდან გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს გააუქმოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც მისმა წინამორბედმა დონალდ ტრამპმა კორპორაციებს საშემოსავლო გადასახადი შეუმცირა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system