თავში

ჯო ბაიდენი დიდი შვიდიანის ლიდერებს შეხვდება

ჯო ბაიდენი დიდი შვიდიანის ლიდერებს შეხვდება
ჯო ბაიდენი დიდი შვიდიანის ლიდერებს შეხვდება

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი შვიდიანის ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და კორონავირუსის პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისსა და ჩინეთიდან მომავალ გამოწვევებს განიხილავს. 

G7-ის ლიდერებთან საუბარი ბაიდენის შანსი იქნება დაუმტკიცოს ევროპას, რომ ამერიკის 4 წლიანი პოლიტიკა, რომელიც წინ მხოლოდ ამერიკის ინტერესებს აყენებდა შეიცვალა. 

ბაიდენი ფოკუსირებას მოახდენს გლობალურ პანდემიაზე, მათ შორის ისაუბრებს ვაქცინის წარმოებასთან და დისტრიბუციასთან დაკავშირებითაც. ამასთან, ის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისსაც შეეხება და ახალი გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრებს, ისეთის, როგორიცაა მაგალითად ჩინეთიდან მომავალი ეკონომიკური გამოწვევები. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ პსაკიმ განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system