თავში

ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა
ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის მასთან გამართული საუბრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა, ისევე როგორც რუსეთის მიერ დაძაბულობის შემცირებისა და დიპლომატიის ჩართვის აუცილებლობა",- აღნიშნულია ინფორმაციში.

თეთრი სახლის ცნობით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მათი წარმომადგენლები ერთმანეთთან, ასევე NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ევროკავშირიდან ერთად აქტიურ კონტაქტზე იქნებიან.

ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებები გამართეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system