თავში

ჯო ბაიდენი გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს შეხვდება

ჯო ბაიდენი გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს შეხვდება
ჯო ბაიდენი გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს შეხვდება

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი 8 ივნისს ჰიუსტონში გაემგზავრება და  მოკლული აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს

სააგენტოს ცნობით, ჯო ბაიდენი ფლოიდის ოჯახს სამძიმარს გამოუცხადებს და დასაფლავების ცერემონიისათვის ვიდეო მიმართვას ჩაწერს, ვინაიდან, უსაფრთხოების მიზნით, თავად დაკრძალვას ვერ დაესწრება.

შეგახსენებთ, 25 მაისს მინეაპოლისის პოლიციის მიერ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

საქმესთან დაკავშირებით 4 პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალი უკვე წაუყენეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system