თავში

ჯო ბაიდენი მასშტაბურ ინაუგურაციას არ გამართავს

ჯო ბაიდენი მასშტაბურ ინაუგურაციას არ გამართავს
ჯო ბაიდენი მასშტაბურ ინაუგურაციას არ გამართავს

აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, სავარაუდოდ, 2021 წლის 20 იანვარს მასშტაბური ინაუგურაცია არ გაიმართება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

”ჩემი ვარაუდით, გიგანტური საინაუგურაციო აღლუმი არ შედგება. თუმცა, თქვენ უამრავ ვირტუალურ აქტივობას ნახავთ მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაესწრება, ვიდრე აქამდე", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს არის დაგეგმილი.

20 იანვარი აშშ-ს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ისტორიული ცნობების მიხედვით, ახლად არჩეული პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიალები ყოველთვის 20 იანვარს იმართებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system