თავში

ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. ფიცი მას ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა დაადებინა.

ფიცის დადების დროს, ჯო ბაიდენს მარჯვენა ხელი მისი ოჯახის კუთვნილ ბიბლიაზე ედო.

მისი სისქე 5 დიუმია, გარეკანზე კელტური ჯვარია გამოსახული. ბაიდენის ოჯახში ეს ბიბლია 1893 წლიდან ინახება.

სწორედ ამ ბიბლიას იყენებდა ბაიდენი ყოველთვის, როდესაც ფიცს დებდა ვიცე-პრეზიდენტის რანგში ინაუგურაციის დროს 2009 და 2013 წლებში და სენატში, სადაც მან ფიცი 1973 წლიდან შვიდჯერ დადო.

2009 წელს სენატში ბაიდენის ფიცის დადების ცერემონია გადაიდო, რადგან ამ ბიბლი9ას ვერ პოულობდნენ.

ასევე ეს ბიბლია გამოიყენა ბაიდენის შვილმა, ბო ბაიდენმა, რომელიც 2015 წელს გარდაიცვალა. 2007 წელს მან ფიცი დელავერის გენერალური პროკურორის რანგში დადო.

"ყოველი მნიშვნელოვანი თარიღი იქაა. მაგალითად, ყოველთვის, როდესაც მე ფიცს ვდებდი, იყო აღნიშნული თარიღი და ის ბიბლიაში ჩაიწერა", - განაცხადა ბაიდენმა 2020 წლის დეკემბერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system