თავში

ჯო ბაიდენი თურქეთის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

ჯო ბაიდენი თურქეთის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია
ჯო ბაიდენი თურქეთის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის ე.წ. სტამბოლის კონვენციიდან გასვლის გამო იმედგაცრუება გამოთქვა. 

”თურქეთის მოულოდნელი და გაუმართლებელი გასვლა სტამბოლის კონვენციიდან ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ჩვენ ვხედავთ ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობის ზრდას მთელ მსოფლიოში, მათ შორის თურქეთში, რომელიც პირველი ქვეყანა, რომელმაც კონვენციას ხელი მოაწერა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

თურქეთმა სტამბოლის კონვენცია გუშინ დატოვა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი ამჟამად ცნობილი არ არის.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია თურქეთის გარდა 33 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system