თავში

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება
ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება

ჯო ბაიჯენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდება. აშშ-ს კანონმდებლობის თანახმად, 19 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგია ხმას მისცემს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურებს, 6 იანვარს კი, კონგრესის სხდომაზე ხმების დათვლის პროცედურა ჩატარდება.

20 იანვარი აშშ-ს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ისტორიული ცნობების მიხედვით, ახლადარჩეული პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიალები ყოველთვის 20 იანვარს იმართებოდა. 

ჯოზეფ ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 290 ხმა მოიპოვა, "რესპუბლიკელი" დონალ ტრამპისათვის ხმის მიმცემ დელეგატთა რაოდენობამ კი 214 შეადგინა. ხმების დათვლის პროცესი გრძელდება, თუმცა არსებული სხვაობის დაფარვა უკვე შეუძლებელია.

ინაუგურაციის მომენტში, ბაიდენი 78 წლის იქნება. ამრიგად, ჯო ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system