თავში

ჯო ბაიდენმა ავღანეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

ჯო ბაიდენმა ავღანეთის პრეზიდენტს უმასპინძლა
ჯო ბაიდენმა ავღანეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის უმასპინძლა.

Reuters-ის ინფორმაციით, შეხვედრის დროს ჯო ბაიდენმა ავღანეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ კოალიციური ძალების გამოსვლის შემდეგ ავღანელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის ბედი.

"ავღანელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, გაუმართლებელი ძალადობა უნდა შეწყდეს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ავღანეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლა ქაბულზეა დამოკიდებული, როგორ მართავს შედეგებს.

ღანის თქმით, შეხვედრის დროს ამერიკის პრეზიდენტმა მას დაუდასტურა, რომ ავღანეთში ამერიკის საელჩო მუშაობას განაგრძობს და გაგრძელდება დახმარება უსაფრთხოების კუთხითაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system