თავში

ჯო ბაიდენმა ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინა

ჯო ბაიდენმა ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინა
ჯო ბაიდენმა ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინა

შშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად 1.9 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინა.

თუ კონგრესი გეგმავს მხარს დაუჭერს, მოქალაქეები დახმარების სახით დამატებით 1400 აშშ დოლარს მიიღებენ. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კი, 440 მილიარდი დოლარი იქნება გათვალისწინებული.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამას 415 მილიარდი აშშ დოლარი, მცირე ბიზნესის მხარდაჭერას კი 440 მილიარდი აშშ დოლარი მოხმარდება.

არჩეული პრეზიდენტი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში, 100 მილიონი აცრა გაკეთდება. მომავალი პრეზიდენტის წარდგენილი გეგმით, 50 მილიარდი დოლარი ვირუსის ტესტირებას, 130 მილიარდი კი, გაზაფხულისთვის სკოლების გახსნის საკითხზე იქნება მიმართული.

ამასთან, დაახლოებით 11 მილიონი უმუშევარი პირი ყოველკვირეულად 300 დოლარის ნაცვლად, 400 დოლარს მიიღებს. პირდაპირი დახმარების სახით კი ოჯახები, უკვე არსებული 600 დოლარის გარდა, დამატებით 1400 დოლარს მიიღებენ. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ასევე გეგმავს, მიმართოს კონგრესს, რათა მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 15 დოლარით განისაზღვროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system