თავში

ჯო ბაიდენმა მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

ჯო ბაიდენმა მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
ჯო ბაიდენმა მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მუსლიმებს ნოვრუზის ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ნოვრუზს მრავალი ქვეყანა აღნიშნავს, დაწყებული ირანიდან შუა აზიამდე, შუა აღმოსავლეთიდან - ევროპამდე. აშშ-ის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, პანდემიის გათვალისწინებით, ამჟამად დღესასწაულებიც კი ციფრულ რეჟიმში იმართება.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ქვეყანამ საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა, მაგრამ უკეთესი დღეები უკვე ძალიან ახლოსაა.

”უნდა გვახსოვდეს, რომ ტკივილისა და დანაკარგის შემდეგ, წინ უკეთესი დღეები გველოდება. მშვიდობითა და გაგებით სავსე, საერთო მომავლის სახელით უნდა ვიშრომოთ”, - ნათქვამია ბაიდენის მიმართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system