თავში

ჯო ბაიდენმა პენტაგონის ხელმძღვანელად, შესაძლოა, აფროამერიკელი დანიშნოს

ჯო ბაიდენმა პენტაგონის ხელმძღვანელად, შესაძლოა, აფროამერიკელი დანიშნო
ჯო ბაიდენმა პენტაგონის ხელმძღვანელად, შესაძლოა, აფროამერიკელი დანიშნოს

აშშ-ის მომავალი 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაცვის მომავალი მდივნის თანამდებობაზე ყოფილი გენერლის, აფროამერიკელი ლოიდ ოსტინის კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს.

გამოცემის ცნობით, 23 ნოემბერს ჯო ბაიდენმა საკუთარი გუნდი წარადგინა, თუმცა შეხვედრის დროს მას არ დაუსახელებია თუ ვინ დაიკავებდა პენტაგონის მომავალი ხელმძღვანელის პოსტს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანამდე, აღნიშნულ თანამდებობაზე სამი კანდიდატი  განიხილებოდა: ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მდივანი ჯეჰ ჯონსონი, ილინოისის სენატორი და ყოფილი ოფიცერი ტამი დაქვორტი და ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში პენტაგონის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე - მიშელ ფლურნოი.

აღნიშნული ცნობების დადასტურების შემთხვევაში, ოსტინი პენტაგონის პირველი აფროამერიკელი ხელმძღვანელი გახდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system