თავში

ჯო ბაიდენმა ტრამპის დადგენილებები გააუქმა 

ჯო ბაიდენმა ტრამპის დადგენილებები გააუქმა 
ჯო ბაიდენმა ტრამპის დადგენილებები გააუქმა 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეერთებული შტატების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილებები გააუქმა. ეს პირველი განკარგულებები იყო, რასაც ახალმა პრეზიდენტმა თეთრ სახლში შესვლისთანავე ხელი მოაწერა.

გარდა ამისა, ბაიდენმა ტრამპის მიერ ხელმოწერილი კიდევ რამდენიმე დადგენილება გააუქმა. მათ შორის არის კანადა-აშშ-ის საზღვარზე 1900 კილომეტრიანი Keystone XL-ის სადაო მილსადენის პროექტი. ბაიდენმა უკან გაიწვია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული შეზღუდვები შვიდი მუსლიმური ქვეყნიდან მოქალაქეთა აშშ-ში შეშვებასთან დაკავშირებით, შეაჩერა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა და ამით გააუქმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია, რომლის საშუალებითაც, ტრამპი კედლის მშენებლობას აფინანსებდა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმო, კორონაპანდემიის მართვასთან დაკავშირებული პრეტენზიების გამო, ორგანიზაციის დატოვების შესახებ 2020 წლის ივლისში ოფიციალურად გააფრთხილა. კლიმატის საკითხებზე პარიზის შეთანხმება კი 2017 წლის ივნისში შეაჩერა და ეს გადაწყვეტილება ნეგატიური ეკონომიკური პერსპექტივებით ახსნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system