თავში

ჯო ბაიდენს ჭრიჭინა დაესხა თავს - VIDEO

​ჯო ბაიდენს ჭრიჭინა დაესხა თავს
ჯო ბაიდენს ჭრიჭინა დაესხა თავს - VIDEO

საპრეზიდენტო თვითმფრინავის ტრაპთან აშშ-ის პრეზიდენტს დო ბაიდენს უზარმაზარი ჭრიჭინა დაესხა თავს. მწერი ბაიდენს კისერში ჩააფრინდა. ამის შესახებ The Recount წერს.

ინციდენტი ვიდეოზე მოხვდა. კადრებში ჩანს, რომ ბაიდენი ფორმიან მამაკაცს ესაუბრება და კისრიდან უზარმაზარ ჭრიჭინას ჩამოაგდებს.

"უფრთხილდით ჭრიჭინებს. ერთ-ერთი დამაჯდა ახლა", - განუცხადა ბაიდენრმა ჟურნალისტებს.

მანამდე, ბაიდენის პულის ჟურნალისტების თვითმფრინავის აფრენა ჭრიჭინების შემოსევის გამო გადაიდო. მწერები საჰაერო ხომალდის ძრავებში შეძვრნენ.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჟურნალისტები დიდი ბრინატეთში, "დიდი შვიდეულის" ლიდერების შეხვედრაზე მიემგზავრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system