თავში

ჯოან როულინგი კორონავირუსით დაზარალებულთათვის მილიონ ფუნტს გამოყოფს

ჯოან როულინგი კორონავირუსით დაზარალებულთათვის მილიონ ფუნტს გამოყოფს
ჯოან როულინგი კორონავირუსით დაზარალებულთათვის მილიონ ფუნტს გამოყოფს

მსოფლიო ბესტსელერის, ჰარი პოტერის ავტორი, ჯოან როულინგი კორონავირუსით დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი პირებისა და ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად მილიონ გირვანქა სტერლინგს გადარიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

შემოწირულობა კრიზისისა და ლტოლვილთა საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის გამოყოიფა, რომლებიც დაზარალებულთათვის საჭირო საკვებისა თუ მედიკამენტების შეძენას უზრუნველყოფენ.

"დღეს ჰოგვარტსის ბრძოლის 22 წლის იუბილეა, მაგრამ მე გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ  მხატვრულ სიკვდილზე საუბარი დღეს შეუფერებელია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი საყვარელ ადამიანს რეალურ სამყაროში კარგავს.

ასე რომ, დიდი ჯადოქრების გამარჯვების ამ წლისთავზე, მე მათზე ვფიქრობ, ვინებიც აქ არიან, თავიანთ საქმეს აკეთებენ და ჩვენი სიცოცხლის დაცვაზე ზრუნავენ. მათ შორის არის ჩემი სამი ნათესავიც. 

კრიზისის დროს, ყველაზე დიდ დარტყმას ღარიბი და დაუცველი ადამიანები იღებენ. ასე რომ, ჰოგვარტსის ბრძოლის საპატივცემულოდ, 1 მილიონ ფუნტის შემოწირულობას გავიღებ, რომლის ნახევარიც უსახლკაროთა დასახმარებელ კრიზისულ ფონდში გადაირიცხება, ხოლო მეორე ნახევარი - ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად", - განაცხადა როულინგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system