თავში

Johnson & Johnson-ის ცნობით, მათი ვაქცინა ინდური შტამისგან 8 თვით იცავს

Johnson & Johnson-ის ცნობით, მათი ვაქცინა ინდური შტამისგან 8 თვით იცავ
Johnson & Johnson-ის ცნობით, მათი ვაქცინა ინდური შტამისგან 8 თვით იცავს

ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ინდური შტამის მიმართ ეფექტურია. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

Johnson & Johnson-ის ინფორმაციით, მათი ვაქცინა ეფექტურია სხვა, ფართოდ გავრცელებული შტამების წინააღმდეგაც.

კომპანიაში ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ინდური შტამის წინააღმდეგ სულ მცირე 8 თვის განმავლობაში იცავს.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი, სულ მცირე, ორჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე ვირუსის თავდაპირველი ვარიანტი.

ასევე, გაიგეთ ყველაფერი კორონავირუსის "დელტა" ე.წ. ინდური შტამის შესახებ.

ცნობისთვის, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში განაცხადეს, რომ აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის "დელტა" შტამის წილი ევროკავშირის ტერიტორიაზე ინფიცირებაში 90% იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system