თავში

ჯოკერის ვარსკვლავმა ხოაკინ ფენიქსმა LA თეატრში გულშემატკივრებს სიურპრიზი გაუკეთა

ჯოკერის ვარსკვლავმა ხოაკინ ფენიქსმა
ჯოკერის ვარსკვლავმა ხოაკინ ფენიქსმა LA თეატრში გულშემატკივრებს სიურპრიზი გაუკეთა

ლოს-ანჯელესის კინოთეატრ ალამა დრაფტუსში „ჯოკერის“ მთავარი როლის შემსრულებელმა, ხოაკინ ფენიქსმა მაყურებლებს სიურპრიზი მოუწყო. ფილმის დასასრულს ის დარბაზში შევიდა და აუდიტორიას გაესაუბრა. 

„იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. არ მითხრათ თუ ასე არ არის, მაგრამ, ვგრძნობ რომ ასე არ არის“, - მიმართა მან დამსწრეებს. 

შავ ჰუდიში გამოწყობილმა ფენიქსმა დრო ფანებთან სასაუბროდაც არ დაიშურა და მათთან ერთად სელფებიც გადაიღო.

ოქტომბრის თვეში „ჯოკერმა“ Box office-ს ახალი რეკორდი მოხსნა. გამოსვლიდან პირველივე შაბათ-კვირას სამხრეთ ამერიკის თეატრებში შემოსულმა თანხამ 93.5 $ მილიონი შეადგინა. "ჯოკერში" მოვლენები 1981 წელს ვითარდება, როდესაც წარუმატებელი კომიკოსი არტურ ფლეკი ცხოვრებაში თავისი ადგილის პოვნას ცდილობს, თუმცა ნელ-ნელა ის გოთემის ყველაზე სახიფათო კრიმინალი ხდება. სურათი DC-ს ცალკეული პროექტია და სხვა ფილმებთან არანაირი კავშირი არ ექნება.

ტოდ ფილიპსის "ჯოკერი" კინოგაქირავებაში R რეიტინგით ჩაეშვა. ფილმში "ძალადობა, შეუსაბამო ქცევა, უცენზურო ლექსიკა და სექსუალური ხასიათის სცენები" იქნება ნაჩვენები. პრემიერის დროს რამდენიმე თეატრმა ტერიტორიაზე პოლიციის პატრულირებაც კი გადაწყვიტა, რადგან, ეშინოდათ რომ ფანები ფილმში გამოყენებული ძალადობრივი სცენების გამეორებას ეცდებოდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system