თავში

ჯონ ლენონის მკვლელს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი მე-11-ჯერ უთხრეს

ჯონ ლენონის მკვლელს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი მე-11-ჯერ უთხრეს
ჯონ ლენონის მკვლელს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი მე-11-ჯერ უთხრეს

მარკ დეივიდ ჩემპმენმა, რომელმაც ნიუ-იორკში 1980 წელს ჯონ ლენონი მოკლა, ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უარი მე-11 ჯერ მიიღო. თუმცა, ამჯერად უარის დეტალური მიზეზები ჯერჯერობთ უცნობია. ახლა ჩეპმენის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ ახალი განაცხადის შევსებისთვის კიდევ ორი წელი მოუწევს ლოდინი. ამის შესახებ The Guardian წერს.

ციხის წარმომადგენლებმა მსჯავდებულის მე-10 მოსმენის ჩანაწერი გამოაქვეყნეს, სადაც ის ამბობს: ”ოცდაათი წლის წინ ვერ ვიტყოდი, რომ სირცხვილი ვიგრძენი და ვიცი, რა არის  სირცხვილი ახლა", - განაცხადა ჩემპმენმა.

ჯონ ლენონის მკვლელი ამბობს, რომ ესმის, რა ჩაიდინა.

"მე ვფიქრობდი, რომ ჯონ ლენონის მკვლელობით ვიქნებოდი ვიღაც და ამის ნაცვლად, მე გავხდი მკვლელი", - დასძინა მან.

ჯონ ლენონის მეუღლე იოკო ონო, რომელიც მკვლელობის დროს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, ჩემპმენის ვადაზე ადრე გათავისუფლების წინააღმდეგია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system