თავში

ჯონ ლუისმა ახალი საახალწლო რეკლამა გამოუშვა, რომელიც პანდემიას მიუძღვა - VIDEO

ჯონ ლუისმა ახალი საახალწლო რეკლამა გამოუშვა, რომელიც პანდემიას მიუძღვა
ჯონ ლუისმა ახალი საახალწლო რეკლამა გამოუშვა, რომელიც პანდემიას მიუძღვა - VIDEO

ახალი წლის განწყობის შემქნაზე მსოფლიოში მრავალი ადამიანი ზრუნავს, მათ შორისაა ჯონ ლუისი, რომელიც უკვე წლებია საუკეთესო საახალწლო რეკლამებს ქმნის, რასაც Youtube-ზე მილიონობით ნახვაც ადასტურებს. 

ლუისმა წელს ფორმატი შეცვალა და საახალწლო რეკლამა პანდემიასა და COVID-19-ს მიუძღვნა, რომელმაც მთელი მსოფლიო გააერთიანა და სპონტანური სიკეთისკენ უბიძგა. მან საახალწლო რეკლამას სახელად "აჩუქე ცოტა სიყვარული" დაარქვა და ის ბრიტანელ ხალხს მიუძღვნა.

წელს ვიდეოში, რომელიც უკვე ძალიან პოპულარულია, ასახულია ცოცხალი და სხვადასხვა სტილის ანიმაციების მოქმედება, რომლებზეც უამრავი შემოქმედებითი ადამიანი მუშაობდა.

რეკლამა მთლინად მიეძღვნა ადამიანებზე ზრუნვასა და სიკეთის კეთებას. ვიდეორგოლში ნაჩვენებია, როგორ ეხმარებიან ადამიანები ერთმანეთს, რათა შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია.

ეს პირველი წელია, როდესაც ლუისმა სიმღერა ბრიტანელ მომღერალს, სელესტს სპეციალურად შეუკვეთა, რომელიც "A Little Love-ის" საუნდტრეკს ასრულებს.

ჯონ ლუისის მიზანია ორი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის 4 მილიონი გირვანქა სტერლინგის შეგროვება. ის აპირებს, რომ 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცეს, რომლებიც გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system