თავში

ჯონ ვუ სტენ ლის კომიქსის მიხედვით ფილმს გადაიღებს

ჯონ ვუ სტენ ლის კომიქსის მიხედვით ფილმს გადაიღებს
ჯონ ვუ სტენ ლის კომიქსის მიხედვით ფილმს გადაიღებს

ჰონგ-კონგელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ჯონ ვუ გარდაცვლილი ამერიკელი მწერლის, სტენ ლის გამოუქვეყნებელ კომიქსზე, Monkey Master-ზე ფილმს გადაიღებს.

სიუჟეტი მოგვითხრობს ნიუ-იორკის არქეოლოგ ლი იონგზე, რომელიც არქივებში აღმოაჩენს წინასწარმეტყველებას Monkey King-ის შესახებ. გმირი მიემგზავრება ინდოეთში, სადაც პოულობს უძველეს ძალას, რომელიც აქცევს მას თანამედროვე სუპერგმირად, სახელად Monkey Master.

სიკვდილის წინ კომიქსის Monkey Master-ის შემქმნელმა ამ ამბის უნიკალურობაზე ისაუბრა.

"მე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი სუპერგმირული მოთხრობა დავწერე, მაგრამ Monkey Master უნიკალურია მითოლოგიისა და თანამედროვეობის ერთმანეთში გადახლართვით. დარწმუნებული ვარ, გმირი მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების უნარებით გაახალისებს გულშემატკივრებს", - განაცხადა მწერალმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system