თავში

ჯონი დეპი "ინსტაგრამზე" დარეგისტრირდა - VIDEO - PHOTO

​ჯონი დეპი "ინსტაგრამზე" დარეგისტრირდა
ჯონი დეპი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა - VIDEO - PHOTO

ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი "ინსტაგრამზე" დარეგისტრირდა. აქამდე ის სოციალური ქსელებით არ სარგებლობდა.

"მოგესალმებით. ვიღებ თქვენთვის საინტერესო რამეს", - დაწერა დეპმა პირველ პოსტში, რომელმაც უკვე მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა.

შემდეგ მან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც "ინსტაგრამზე" გამოჩენის მიზეზებზე ისაუბრა.

"ეს სოციალური ქსელების სამყაროში ჩემი პირველი გამოცდილებაა. მანამდე მსგავსი არაფერი გამიკეთებია და ვფიქრობ, აქამდე არც მიგრძვნია, რატომ. ახლა დიალოგის დაწყების დრო მოვიდა, რადგან ამ უხილავი მტრის საფრთხემ ტრაგედიამდე უკვე მიგვიყვანა და ადამიანების სიცოცხლეს უდიდესი ზიანი მიაყენა", - ამბობს ჯონი დეპი.

მსახიობმა ყველას ერთმანეთზე ზრუნვისკენ მოუწოდა, მათ კი, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება, ხელოვნებით დაკავება ურჩია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system