თავში

ჯონი დეპი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ მიმოწერას არ ასაჯაროებს

​ჯონი დეპი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ მიმოწერას არ ასაჯაროებს
ჯონი დეპი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ მიმოწერას არ ასაჯაროებს

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი სასამართლოს დადგენილების შეუსრულებლობაშია დადანაშაულებული. დეპს სასამართლომ იმ ტექსტური შეტყობინებების წარდგენა დაავალა, რომლის საფუძველზეც ის თითქოს ნარკოტიკების შეძენას ცდილობდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ენდრიუ ნიკოლმა, ჯონი დეპის გაზეთი The Sun-ის წინააღმდეგ სარჩელის საფუძველზე პროცესის ფარგლებში გამოიტანა. სარჩელი ლონდონის სამეფო სასამართლომ აგვისტოში უნდა განიხილოს. საქმე ეხება სტატიას, რომელიც ჯონი დეპის მიერ მეუღლის "ცემის ფაქტებს“ აღწერდა. სტატიაში მოყვანილი ფაქტები ჯონი დეპის ყოფილი მეუღლის, მსახიობის ემბერ ჰარდის მონათხრობს ეყრდნობოდა, რომელიც აცხადებდა, რომ დეპი მას სასტიკად ეპყრობოდა. თავად ჯონი დეპი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

ტაბლოიდის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მანამდე სასამართლოს საქმის შეწყვეტა მოსთხოვეს. მათი განცხადებით, დეპმა სასამართლოს მოთხოვნა დაარღვია, რითაც იურისტებს ეგრეთ წოდებულ „ნარკოტიკების ავსტრალიურ ტექსტებზე“ წვდომის საშუალება არ მისცა. ეს ტექსტები ჯონი დეპისა და მისი თანაშემწის ნათან ჰოლმსის მიმოწერის ნაწილს წარმოადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტყობინებები 2015 წლის თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში გაიგზავნა. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ამბერ ჰარდი ჯონი დეპის წინააღმდეგ განცხადებებს გააკეთებდა. ჰარდის თქმით, ჯონი დეპი ექსტაზსს იღებდა და ბევრს სვამდა. ადვოკატის ვარაუდით, ტექსტები, სადაც საუბარია „ბედნიერ ტაბლეტებსა“ და „თეთრ რაღაცეებზე“, იმის მტკიცებულებაა, რომ დეპი იმ პერიოდში ნარკოტიკების შეძენას ცდილობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system