თავში

ჯონი დეპი სასამართლოს წინაშე წარსდა

ჯონი დეპი სასამართლოს წინაშე წარსდა
ჯონი დეპი სასამართლოს წინაშე წარსდა

ჯონი დეპის ადვოკატმა ბრიტანელ მოსამართლეს განუცხადა, რომ ვარსკვლავის ყოფილმა მეუღლემ ემბერ ჰერდმა ტყუილი თქვა, როდესაც მსახიობი  ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. დეპი ბრალდებებს უარყოფს. დღეს ის ლონდონის უმაღლესი სასამართლოს წინასწარ მოსმენას დაესწრო, რომელიც ბრიტანული ტაბლოიდური გაზეთის, The Sun- ს წინააღმდეგ გაიმართა.

ჰოლივუდის ვარსკვლავი "The Sun-ის" ჯგუფს "News Group Newspapers" და მის რედაქტორს დენ ვოტტონს 2018 წელს დაბეჭდილი სტატიის გამო უჩივის, რომელიც მას ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

ჯონი სასამართლოს მის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მისი ადვოკატის დევიდ შერბორნის თქმით, პროცესზე წარმოდგენილი ორივე მხარის "ქეისები" ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული იქნება.

"ამ საქმეში ერთ-ერთი მხარე ტყუის და ეს ქალბატონი ემბერია, რადგან დეპი ამ საქმში 100%-ით სუფთაა",- განაცხადა შერბორნმა. 

ადვოკატის თქმით, ურთიერთობაში ჰერდი მსხვერპლი კი არა, აგრესორი იყო.

ჯონი და ამბერი 2017 წელს განქორწინდნენ.

სრული მოსმენა 23 მარტს დაიწყება. დეპი ჰარდს ცილისწამებისთვის შეერთებულ შტატებშიც უჩივის. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system