თავში

ჯონი დეპი 'სიცრუის ქალაქში' დეტექტივის როლს ასრულებს - VIDEO

ჯონი დეპი 'სიცრუის ქალაქში' დეტექტივის როლს ასრულებს - VIDEO
ჯონი დეპი 'სიცრუის ქალაქში' დეტექტივის როლს ასრულებს - VIDEO

Saban Films-ის YouTube არხზე ფილმ "სიცრუის ქალაქის" ტიზერის ტრეილერი გამოქვეყნდა. იგი ეძღვნება 90-იანი წლების შუა პერიოდში Notorious B.I.G.-ის მკვლელობის გამოძიებას.

ჯონი დეპმა ფილმში მთავარი როლი შეასრულა. მან ითამაშა დეტექტივი რასელ პული, რომელიც ცნობილი ამერიკელი რეპერის გარდაცვალების გარემოებების გასაგებად მიმართავს ჟურნალისტს ჯეკ ჯექსონს, რომელსაც "ოსკარის"  მფლობელი ფორესტ უიტაკერი ასრულებს.

"სიცრუის ქალაქის" რეჟისორია ბრედ ფურმანი. 

სიუჟეტს საფუძვლად უდევს რენდალ სალივანის წიგნი LAbyrinth: A Detective, რომელიც იძიებს თუფაკ შაკურისა და Notuary B.I.G.-ის მკვლელობებს.

ფილმი ონლაინ პლატფორმებზე 9 აპრილს გამოჩნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system