თავში

ჯონი დეპის ყოფილმა ცოლმა აღიარა, რომ ქმარს თავად სცემდა

​ჯონი დეპის ყოფილმა ცოლმა აღიარა, რომ ქმარს თავად სცემდა
ჯონი დეპის ყოფილმა ცოლმა აღიარა, რომ ქმარს თავად სცემდა

ინტერნეტში გაჩნდა აუდიოჩანაწერი, რომლშიც მსახიობი ემბერ ჰერდი აღიარებს, რომ თავის ყოფილ ქმარს, ჯონი დეპს სცემდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Revelist ავრცელებს.

აუდიოჩანაწერში ემბერი ყვება, როგორ ურტყამდა ჯონი დეპს სახეში, ესროდა მას ლარნაკებს, ქვაბებსა და ტაფებს.

ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ჯონი დეპის მხარდასაჭერად დიდი კამპანია დაიწყო. მსახიობის თაყვანისმცემლები აცხადებენ, რომ ემბერ ჰერდი, რომელიც დეპთან დაშორების შემდეგ აცხადებდა, რომ ის მასზე ძალადობდა, ამ გზით სხვა ქალებს მიაყენა დარტყმა, რომლებიც ურთიერთობებში ძალადობის მსხვერპლნი ნამდვილად იყვნენ და მათ მიმართ უნდობლობა გააჩინა.

წყვილი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდა. 2019 წლის მაისში ჯონი დეპმა ემბერ ჰერდს სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივლა და კომპენსაციის სახით 50 მილიონი დოლარი მოითხოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system