თავში

ჯონი დეპმა SUN-ის წინააღდეგ სასამართლო პროცესი წააგო

ჯონი დეპმა SUN-ის წინააღდეგ სასამართლო პროცესი წააგო
ჯონი დეპმა SUN-ის წინააღდეგ სასამართლო პროცესი წააგო

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ჯონი დეპმა გაზეთ Sun-ის წინააღმდეგ, გამოქვეყნებული ცილისმწამებლური სტატიის გამო შეტანილი სარჩელი წააგო. სამთვიანი გახმაურებული სასამართლო პროცესის ბოლოს მოსამართლემ დაადგინა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეპი ყოფილ მეუღლეზე ძალადობდა, არსებითად სიმართლე იყო.

მოსამართლის განცხადებით, ჯონი დეპის მიერ ემბერ ჰერდზე განხორციელებული სავარაუდო თავდასხმების დიდი უმრავლესობა დამტკიცდა.

ოფიციალური ინფორმაციით, მსახიობს The Sun-ის იურიდიული ხარჯების გადახდა მოუწევს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 3 მილიონ ფუნტ სტერლინგ შეადგენს. ასევე მას მოუწევს 50 მილიონი დოლარის გადახდა Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომელიც დეპმა ყოფილი მეუღლის ემბერ ჰერდსის წინააღმდეგ დაწერა.

მსახიობი ირწმუნებოდა, რომ ყოფილ მეუღლეზე არასდროს უძალადია.

"მე შეიძლება ისეთი რამ გავაკეთე, რაც აღარ მახსოვს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ მოძალადე ადამიანი, განსაკუთრებით ქალების მიმართ", - განაცხადა დეპმა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ჯონი დეპი Sun-ს ცილისწამებისთვის უჩივის. "არის თუ არა ჯ.კ. როულინგი მოხარული, ფილმში Fantastic Beasts ცოლის მცემელი ჯონი დეპი იხილოს?" , - ეს არის სტატიის სათაური, რომლის გამოც სასამართლო დავა მიმდინარეობდა მსახიობი უარყოფს ბრალდებას, თითქოს ის ყოფილ მეუღლეს, ემბერ ჰერდს ფიზიკურად უპირისპირდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system