თავში

Johnson&Johnson საბავშვო ფხვნილს უკან იწვევს

​Johnson&Johnson საბავშვო ფხვნილს უკან იწვევს
Johnson&Johnson საბავშვო ფხვნილს უკან იწვევს

ამერიკული კომპანია Johnson&Johnson საბავშვო ფხვნილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკან იწვევს. მიზეზი ისაა, რომ პროდუქტი, შესაძლოა, ასბესტს შეიცავდეს, რომელიც კიბოს იწვევს.

სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც სახელმწიფო საკონტროლო შესყიდვის შედეგად ექსპერტებმა ფხვნილის შემადგენლობაში კანცეროგენული ნივთიერებები აღმოაჩინეს.

ზაფხულში მისურის სასამართლომ კორპორაცია Johnson&Johnson-ს 22 დაზარალებული ქალისთვის კომპენსაციის სახით 4,14 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ კომპანიის პროდუქციის მოხმარების შემდეგ მათ სიმსივნე განუვითარდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system