თავში

ჯონსონი: კორონავირუსის ახალი სახეობა 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება

ჯონსონი: კორონავირუსის ახალი სახეობა 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება
ჯონსონი: კორონავირუსის ახალი სახეობა 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება

დიდი ბრიტანეთის მასშტაბით COVID-19-ის ახალი სახეობა სწრაფი ტემპით ვრცელდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა, ძველ შტამთან შედარებით 70%--ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

დიდი ბრიტანეთის ახალი და განვითარებადი რესპირატორული ვირუსის საფრთხეების მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, კრის უიტის განცხადებით, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა, სავარაუდოდ, პირველად სექტემბრის შუა რიცხვებში დაფიქსირდა. ხოლო,  ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ინფიცირების ახალი შემთხვევების 28%-ზე მეტს სწორედ ახალი სახეობა წარმოადგენდა.

კრის უიტის განცხადებით, ამ დროისათვის, ლონდონში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 60%-ზე მეტში პაციენტები სწორედ ახალი სახეობით არიან დაავადებულები.

უიტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ახალი სახეობა უფრო მძიმე დაავადებას იწვევს. 

ბორის ჯონსონის განსხვავებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევები 50%-ით გაზრდილია.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა მიმდინარე კვირაში აღმოაჩინეს.

COVID-19-ის ახალი სახეობა ასევე გამოვლინდა სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system