თავში

ჯორჯ და ამალ კლუნები ისევ ტყუპებს ელოდებიან

​ჯორჯ და ამალ კლუნები ისევ ტყუპებს ელოდებიან
ჯორჯ და ამალ კლუნები ისევ ტყუპებს ელოდებიან
© Getty Images

მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე, იურისტი და უფლებადამცველი ამალ კლუნი, ისევ ტყუპებს ელოდებიან. ამის შესახებ ბრიტანული ჟურნალი OK! წერს.

ინსაიდერების ინფორმაციით, წყვილმა ახალი სასიხარული ამბავი ახლობლებს უკვე აცნობა.

გავრცელებული ხმებით, ამალი პირველ ტრიმესტრშია და მუცელი უკვე ეტყობა.

ანონიმური წყაროს თქმით, დედმამიშვილების დაბადებას ყველაზე მეტად კლუნების 4 წლის ტყუპები, ელა და ალექსანდრა ელოდებიან.

კლუნის ოჯახი ჯერჯერობით ინფორმაციას არ ადასტურებს.

ცნობისთვის, ჯორჯი და ამალი ერთად უკვე 7 წელი არიან. 2014 წელს მათ ვენეციაში იქორწინეს, 2017 წელის კი პირველად გახდნენ მშობლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system