თავში

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა აუტოფსიამ დაადასტურა

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა აუტოფსიამ დაადასტურა
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა აუტოფსიამ დაადასტურა

ადვოკატმა ბენ კრამპმა და თანათავმჯდომარემ ანტონიო რომანუჩიმ, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის ოჯახს წარმოადგენენ, დამოუკიდებელი გაკვეთის შედეგი გამოაცხადეს.
პათოლოგების თქმით, ზეწოლის ძალამ, რომელიც ოფიცერმა დერეკ შოვინმა ჯორჯ ფლოიდს კისერზე მიაყენა, თავის ტვინში სისხლის მიწოდებას შეუშალა ხელი. მეორე ოფიცერის ქმედებამ კი, რომელმაც ზურგზე ორივე მუხლი დააჭირა, ხელი სუნთქვაში შეუშალა.
 დამოუკიდებელმა შეფასებამ ასევე დაადგინა, რომ ფლოიდს არ აღენიშნებოდა სამედიცინო პრობლემები, რომელმაც გამოიწვია ან განაპირობა მისი გარდაცვალება. 
აუტოფსია დოქტორებმა მაიკლ ბადენმა და ალეშა ვილსონმა ჩაატარეს.

"აუტოფსიის დროს, კირსრის არეში წნევის შემჩნევა მხოლოდ მაშინ შეიძლება თუ ეს ძალდატანებით მოხდა და სხეულზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამას  მე, დოქტორი ვილსონი და მისი ოჯახი ვადასტურებთ",-განაცხადა ბადენმა. 

A private autopsy ordered by the family of George Floyd has found that he was killed by asphyxia due to 'neck and back compression that led to a lack of blood flow to the brain'

აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს, რომელიც არეულობებში გადაიზარდა, 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობები უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

მინეაპოლისში მასობრივი არეულობების ადგილებში აშშ-ის ეროვნული გვარდიის 500-მდე წევრი გააგზავნეს.

მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მინეაპოლისში არეულობების დროს ერთი ადამიანი მოკლეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system