თავში

ჯორჯ ფლოიდის მკვლელს 22.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ჯორჯ ფლოიდის მკვლელს 22.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
ჯორჯ ფლოიდის მკვლელს 22.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ჯორჯ ფლოიდის მკვლელს, დერეკ შოვინს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ 22.5 წლითწელი პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლო პროცესზე დერეკ შოვინმა ფლოიდის ოჯახს უთხრა, რომ ის მათ მწუხარებას იზიარებდა.

პროკურორები 30 წლიან პატიმრობას მოითხოვდნენ „წამების“ ბრალდებით.

შეგახსენებთ, აშშ-ში, მინეაპოლისში, გასული წლის 25 მაისს პოლიციამ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. რის შემდეგაც შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვიანი საპროტესტო აქციები და არეულობები დაიწყო.

ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელმა ფლოიდს ხელბორკილი დაადო და სახე გზის სავალ ნაწილზე მიაბჯენინა. ფლოიდი შველას ითხოვდა, ვინაიდან სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დააკავეს, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ჯორჯ ფლოიდის დაკავება პოლიციამ მაშინ განიზრახა, როდესაც ეჭვი გაუჩნდათ, რომ ფლოიდი ყალბი 20 დოლარიანის გასაღებას ცდილობდა 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system