თავში

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე ყოფილ პოლიციელებს ბრალი წაუყენეს

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე ყოფილ პოლიციელებს ბრალი წაუყენეს
ჯორჯ ფლოიდის საქმეზე ყოფილ პოლიციელებს ბრალი წაუყენეს

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წაუყენეს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

ყოფილ პოლიციელებს, ალექსანდერ კენგს, ტომას ლეინს და ტუ თაოს მეორე ხარისხის მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში წაუყენეს ბრალი. მათ მეორე ხარისხის წინასწარი განზრახვის გარეშე ჩადენილ მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობასაც ედავებიან.

ბრალი დაუმძიმდა დერეკ შოვინსაც, რომელიც, გამოძიების ცნობით ჯორჯ ფლოიდის სიკვდილზე პირადად არის პასუხისმგებელი. მას ახლა მესამე ხარისხის მკვლელობის ნაცვლად, ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში აქვს წაყენებული. 

აშშ-ში ვითარება დაძაბული რჩება.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა აუტოფსიამ დაადასტურა.

აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს, რომელიც არეულობებში გადაიზარდა, 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობები უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

მინეაპოლისში მასობრივი არეულობების ადგილებში აშშ-ის ეროვნული გვარდიის 500-მდე წევრი გააგზავნეს.

მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მინეაპოლისში არეულობების დროს ერთი ადამიანი მოკლეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system