თავში

ჯორჯ ფლოიდის საქმის მთავარი ბრალდებული სასამართლოს წინაშე პრიველად წარსდგა

​ჯორჯ ფლოიდის საქმის მთავარი ბრალდებული სასამართლოს წინაშე პრიველად
ჯორჯ ფლოიდის საქმის მთავარი ბრალდებული სასამართლოს წინაშე პრიველად წარსდგა

11 სექტემბერს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილი, დერეკ შოვინი სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მანამდე შოვინი სასამართლო მოსმენებს არ ესწრებოდა და პროცესს ციხიდან, ტელევიზიის მეშვეობით ადევნებდა თვალს.

პროკურორების განცხადებით, შოვინი პოლიციაში მუშაობისას დაკავებების დროს ე.წ მოგუდვის მანევრს 2014 წლიდან იყენებდა, კერძოდ, მან ეჭვმიტინილების დასაკავებლად ძალა შვიდჯერ გამოიყენა.

გამოცემის ინფორმაციით, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ოთხივე ბრალდებულის ადვოკატმა საკუთარი კლიენტებისათვის ინდივიდუალური პროცესის ჩანიშვნა მოითხოვა. ეჭვმიტანილები ფლოიდის სიკვდილში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, მაისის ბოლოდან აშშ-ში ანტირასისტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.საპროტესტო აქციები და არეულობები შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შედეგად აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელმა ფლოიდს ხელბორკილი დაადო და სახე გზის სავალ ნაწილზე მიაბჯენინა. ფლოიდი შველას ითხოვდა, ვინაიდან სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დაკავებულია, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system