თავში

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამოძიების პროცესი გადაიდო

​ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამოძიების პროცესი გადაიდო
ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამოძიების პროცესი გადაიდო

სასამართლომ პოლიცილების მიერ დაკავებისას გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამოძიების დაწყების პროცესი გადადო. ნაფიცი მსაჯულების შერჩევისა და აპელაციის განხილვა 9 მარტს. განახლდება.

სასამართლოს შენობასთან ასობით აქტივისტი იყო შეკრებილი, მათ შორის ორგანიზაცია Black Lives Matter წარმომადგენლები.

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი აშშ-ში, მინეაპოლისში, გასული წლის 25 მაისს პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაიცვალა. სამართალდამცავმა ეჭვმიტანილის შესაკავებლად სასტიკი, ყელის მხუთავი მეთოდი გამოიყენა, რასაც ფლოიდის სიკვდილი მოჰყვა. ამ ფაქტმა შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვიანი საპროტესტო აქციები და არეულობები გამოიწვია. ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დაკავებულია, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system