თავში

ჯორჯიის შტატში, ხმების გადათვლის შედეგად, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

​ჯორჯიის შტატში, ხმების გადათვლის შედეგად, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა
ჯორჯიის შტატში, ხმების გადათვლის შედეგად, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

აშშ-ის ჯორჯიის შტატში საარჩევნო ბიულეტენების ხელით გადათვლის შედეგად პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა. ამის შესახებ ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა ბრედ რაფენსპერგერმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტების მოთხოვნით, 159 ოლქში ხმების ხელახლა გადათვლის შემდეგ ბაიდენმა 12 284 ხმით მოიგო.

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებების ინფორმაციით, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა გამარჯვება. მას საარჩევნო კოლეგიის საჭიროზე მეტი - 306 ხმა აქვს, დონალდ ტრამპ კი მხოლოდ 232. მიუხედავად ამისა, ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს, აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო.

ჯო ბაიდენი ტრამპის საქციელს, რომელიც ჯიუტად არ აღიარებს საკუთარ მარცხსა და ბაიდენის გამარჯვებას - უკიდურესად უპასუხისმგებლოს და ქვეყნისთვის საზიანოს უწოდებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system