თავში

ჯორჯიის შტატში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ჯორჯიის შტატში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ჯორჯიის შტატში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ჯორჯიის შტატში, ქალაქ სავანაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლა  21:00 საათზე პოლიციის განყოფილებიდან რამდენიმე კვარტალის მოშორებით მოხდა. 

ორი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაჭრილებს შორის არიან 2 და 13 წლის ბავშვები, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილი პოლიციას გადაკეტილი აქვს და მიმდინარეობს საგამოძიებო-სამძებრო სამუშაოები. 

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი  ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system